19 წლის ქალს ვიდეოს გადაღებისას თავისი ბოიფრენდი შემოაკვდა

ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017 - 16:27

19 წლის მინესოტელ მონალიზა პერესს  YouTube-სთვის ვიდეოს გადაღებისას, შემთხვევით თავისი ბოიფრენდი შემოაკვდა. წყვილმა ვიდეორგოლის გადაღება გადაწყვიტა, რა დროსაც ცეცხლსასროლ იარაღს სქელტანიანი წიგნი ააფარეს. გასროლა მსხვილკალიბრიანი Desert Eagle-ის  პისტოლეტიდან მოხდა. ოჯახური  ტრიუკი ტრაგედიით დამთავრდა, ტყვიამ წიგნში გაიარა და 22 წლის ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც პოლიციასთან პერესმა განაცხადა, იდეა მის ბოიფრენს ეკუთვნოდა და ამის შესახებ წინა დღეს Twitter-ზე დაწერა.

შემთხვევის მოწმეები მათი სამი წლის შვილი და მეზობლები აღმოჩნდნენ, რომლებიც გადაღებას ადევნებდნენ თვალყურს.

შვიდი თვის ფეხმძიმე მონალიზა პერესს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 ათასამდე დოლარის ჯარიმა ემუქრება. ქალი სახლში 7000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, სასამართლოს წინაშე კი  5 ივლისს წარდგება..

წყვილს YouTube-ზე საკუთარი ვიდეობლოგი ჰქონდათ, სადაც ახალგაზრდა მშობლების ამსახველ ვიდეოებს ტვირთავდნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45