ზალიკო უდუმაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერობას წინა ხელისუფლების დაშვებული დიდი შეცდომის გამოსწორებით დაიწყებს

ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017 - 12:52

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატ ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება. მისივე თქმით, მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, საჯარიმო სანქციებს კი არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას.

”ყოველდღიურად, არასწორი პარკირებისთვის, ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ ”სითი პარკის” საჯარიმოზე, თუმცა არავინ აქვს პასუხი თუ როგორ უნდა შეძლოს მოქალაქემ დაპარკინგება ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა ”სითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს”, - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6