საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესზე საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს

ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017 - 18:02

 საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვევა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.

გიორგი მარგველაშვილი კონგრესზე სიტყვით გამოვა და კონგრესის მონაწილე, 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს. ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის სახელით კონგრესის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართება.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც 29 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება და საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46