ევროპის ჩემპიონატის წინ 19-წლამდელთა ნაკრები მინისტრმა გაამხნევა

ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017 - 21:49

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა. გიორგი ყიფიანის გუნდი 2-15 ივლისს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

„მალე ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლებს, სადაც სწორედ თქვენ უნდა დაიცვათ საქართველოს ღირსება. ფეხბურთი ჩვენთან ძალიან პოპულარულია და ამის შეხსენება, ვიცი, არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მსურს გითხრათ, რომ თქვენს გუნდს დღეს, როგორც არასდროს, უდიდესი ყურადღება ექცევა. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი სრულად გაამართლებს იმ იმედს, რომელსაც გულშემატკივარი თქვენზე ამყარებს. 19- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში სწორედ ის გზაა, რომელიც დიდი ფეხბურთისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ. მინდა მთელი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და გამარჯვება გისურვოთ“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ვიზიტისას.

გიორგი ყიფიანი „ბასაზე“ გაფართოებული შემადგენლობით ემზადება, რამდენიმე დღეში კი იმ 18 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 30 ივნისიდან საქართველოს და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 7 გუნდს სასტუმრო „ჰუალინგი“ უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45