ვაშინგტონი ბაშარ ასადს აფრთხილებს

სამშაბათი, 27 ივნისი, 2017 - 15:45

ვაშინგტონს ეჭვი აქვს, რომ ბაშარ ასადი, შესაძლოა, ახალ ქიმიურ თავდასხმას გეგმავდეს და პირობას დებს,  რომ  თუ ეს მოხდება, სირიის დიქტატორს ძვირი დაუჯდება.

 თეთრი სახლის განცხადებით, შეიმჩნევა 4 აპრილს განხორციელებული ქიმიური თავდასხმის მსგავსი მზადება.

 "როგორც ადრე ვაცხადებდით, აშშ სირიაში იმყოფება "ისლამური სახელმწიფოს " გასანადგურებლად ერაყსა და სირიაში, თუმცა, თუ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებით ჩაიდენს ხალხის მასობრივ ხოცვას, მას და მის სამხედროებს მაღალი  საფასურის გადახდა მოუწევთ", - ნათქვამია  თეთრი სახლის  პრესმდივნის შონ სპაისერის  განცხადებაში.

4 აპრილს მეამბოხეების კონტროლირებად ხან-შეიხუნში, საჰაერო იერიშის შედეგად, რა დროსაც  ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული,  87 ადამიანი  დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

სირიის პრეზიდენტი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59