ევროპის კომისიამ Google 2.42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

სამშაბათი, 27 ივნისი, 2017 - 15:13

ევროპის კომისიამ, ევროკავშირის  ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის  დარღვევისთვის, Google 2.42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

 კომისიამ მიიჩნია, რომ კორპორაციამ საძიებო ბაზარზე ბოროტად გამოიყენა დომინანტური პოზიცია.

"ის, რაც გააკეთა  Google-მა, არ  შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. მან არ მისცა კომპანიებს კონკურენციის  შანსი.  და, რაც მთავარია, მან არ მისცა ევროპელ მომხმარებელს  მომსახურების შერჩევის შესაძლებლობა", - აცხადებს  ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში  მარგარეტ ვესტაგერი.

ამასთან,  Google-ს  90-დღიანი ვადა მიეცა, რათა შეწყვიტოს "უკანონო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში, კორპორაცია მშობელთა კომპანია Alphabet.-ის საშუალო დღიური ბრუნვის  თანაბარი თანხის 5%-ით დაჯარიმდება.

ჯარიმა, რომლითაც კომპანია დაჯარიმდა, რეკორდულია   ანტიმონოპოლიურ შემთხვევებში. მანამდე, უდიდესი ჯარიმა 2009 წელს  Intel-ს დაეკისრა და 1 მილიარდ ევროს შეადგენდა.

Google ევროპის კომისიის ფადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46