მშვიდობისმყოფელებმა ბანგის ბავშვთა თავშესაფარში ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს

სამშაბათი, 27 ივნისი, 2017 - 13:55

 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

ჰუმანიტარულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეულიც მონაწილეობდა, რომელიც ბანგიში სამშვიდობო მისიას თებერვლიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელებმა ობოლ და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, პირველადი მოხმარების და სასკოლო ნივთები გადასცეს და პატარებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი აქციები ხელს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის დაახლოებას უწყობს.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თებერვლიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ 6 თვის განმავლობაში ასრულებს.

კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55