რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს ადმინისტრაცია უპირისპირდება

ორშაბათი, 26 ივნისი, 2017 - 18:07

თეთრი სახლის  ადმინისტრაციაში უთანხმოებაა ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტზე დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება, - იტყობინება Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე დაყრდნობით.

როგორც ისინი გამოცემასთან აცხადებენ,  ტრამპი მზადაა პუტინთან  "სრულყოფილი" შეხვედრისთვის, რა დროსაც საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს  განიხილავენ. ამერიკის ლიდერს ასევე მიაჩნია, რომ პრესას შეხვედრისა და  მოლაპარაკებების გაშუქების საშუალება უნდა მიეცეს.

ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტის ზოგიერთი მრჩევლები რეკომენდაციას იძლევა, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი  ეჭვმიტანილია პრეზიდენტის საარჩევნო  კამპანიაში ჩართულობაში, ასევე, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ტრამპისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ფედერალური საგამოძიებო ბიურო და კონგრესი გამოძიებას აწარმოებს, ტრამპმა  უფრო ფრთხილი მიდგომა უნდა გამოიჩინოს.

ფრთხილი მიდგომის მხარდამჭერები  აშშ-ის პრეზიდენტს ურჩევენ, ან ფორმალური და მოკლე შეხვედრა გამართოს რუსეთის ლიდერთან ან ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ   მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებმა,  ლიდერების გარეშე გამართონ

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს  2015 წელს შეხვდნენ, მაშინ პუტინი და ობამა  სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6