შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულია

ორშაბათი, 26 ივნისი, 2017 - 17:06

22-25 ივნისს, კაჭრეთის "ამბასადორმა" უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს, კავკასიის ლიგის გათამაშებას ცხენოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის 20-მა ცხენოსანმა.

შეჯიბრება ჩატარდა დაბრკოლებების გადალახვაში. ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში - პატარა კლასში და რთულ კლასში. პატარა კლასში ჩემპიონი გახდა თორნიკე პაპიშვილი, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო გიორგი ძინძიბაძემ. რთულ კლასში ოქროს მედალი მოიპოვა შალვა გაჩეჩილაძემ, მეორე აზერბაიჯანელი ლაშა სამედოვი იყო, მესამე ასევე აზერბაიჯანელი რაჰიდ ისმაილოვი.

კავკასიის ლიგა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, საუკეთესო შედეგის მქონე ერთი სპორტსმენი მოიპოვებს მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც 2018 წელს ჩატარდება.

მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს თბილისი სექტემბერში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41