პროკურატურამ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეზე ირაკლი ფირცხალავას მხრიდან​ განხორციელებულ შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ორშაბათი, 26 ივნისი, 2017 - 13:13

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46