„ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

ორშაბათი, 26 ივნისი, 2017 - 13:43

„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრებმა ბექა ნაცვლიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ფრაქციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და მოქმედ რედაქციასთან შედარებით ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული პროექტია, რის გამოც ფრაქციის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ უდავოა იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებასთან და ხალხის ინტერესებთან“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ფრაქციის თავმჯდომარე კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას უჭერს მხარს.

„94-ე მუხლის არსებული ფორმით დატოვება მიუღებლად მიგვაჩნია, რადგან იგი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას - წარმომადგენლობით კანონშემოქმედებასა და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას. ამიტომ ვთვლით, რომ არ არსებობს მიზეზი ამ ცვლილების გადადებისთვის“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5