საფრანგეთის პრეზიდენტი და არნოლდ შვარცნეგერი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

, 25 ივნისი, 2017 - 12:34

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცნეგერი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

მაკრონი და შვარცნეგერი ვიდეომიმართვაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ, მაკრონმა ტრამპის ლოზუნგი „აქციე ამერიკა კვლავ დიადად’’ ლოზუნგით „აქციე ჩვენი პლანეტა კვლავ დიადად" ჩაანაცვლა.

კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით ტრამპს გლობალური დათბობა არასერიოზულად მიაჩნია და სიცრუედ მიაჩნია. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადევდა, რომ  ეს მხოლოდ ამინდია და მას ვერავინ შეცვლის. მისივე განცხადებით, ჰაერისა და წყლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, თუმცა დარწმუნებულია, რომ გარემოსთან დაკავშირებული შეზღუდვები კომპანიებსა და მრეწველობას ნაკლებ კონკურენტუნარიანს ხდის გლობალურ ბაზარზე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59