„სტარტაპ საქართველომ“ ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების პროექტის პრეზენტაცია გამართა

შაბათი, 24 ივნისი, 2017 - 13:36

„სტარტაპ საქართველომ“ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში „ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში.

პროექტი მოიცავს ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოებას და რეალიზებას, რომლის პროდუქტი გამოიყენება გარე ფასადისა და ინტერიერისთვის. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ ასევე შეუძლიათ დაამზადონ ნებისმიერი ფორმის დეკორატიული აგური, როგორსაც მომხმარებელი შეუკვეთავს.

საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.

„სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„სტარტაპ საქართველომ“ უკვე გამართა „ავტომობილების ვერტიკალური პარკირებისა“ და „ონლაინ კლინიკის“ პრეზენტაცია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5