იფქლი მომხმარებელს ყველაზე ჯანსაღ და დაბალკალორიულ დიეტურ პურს „ნატურამოს" სთავაზობს

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 20:07

კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ახალ დიეტურ პურს, „ნატურამოს“ სთავაზობს. „ნატურამო“ გაღივებული ხორბლის მარცვლისაგან დამზადებული პურია, რომელიც პურეულის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დაბალკალორიული სახეობაა მსოფლიოში.

„გაღივებული პურის შესახებ პირველად ამერიკაში შევიტყვე, სადაც ამ ტიპის პურეული ძალიან პოპულარულია. მისი მომზადება საკმაოდ შრომატევადია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში, მთელ მარცვალს ასხამენ წყალს და გარკვეული დროით წყალში აჩერებენ, სანამ მარცვალი გაღივებას არ დაიწყებს. მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს რა ეტაპზე უნდა შეჩერდეს პურის გაღივების პროცესი, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში მარცვალი პურის საწარმოებლად უვარგისი ხდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება იდეალური გაღივებული ხორბლის პური, რასაც „იფქლში“ თანამედროვე ლაბორატორიის წყალობით წარმატებით ვართმევთ თავს. შემდგომ, გაღივებული ხორბლის მარცვალი გარსიანად იღერღება და ცხვება ძალიან ჯანსაღი, სასარგებლო პური.“ - აცხადებს „იფქლის“ მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი.

პურის სტრუქტურიდან გამომდინარე „ნატურამო“ დაბალკალორიული და დიეტური ნაწარმია. „ნატურამოს“ ლაბორატორიული კვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც უწყებამ „იფქლს“ სპეციალური ნებართვა (№01/1672. 11/01/2017) მიანიჭა პურის წარმოებისათვის. „ნატურამოს“ მოხმარება დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. “ნატურამოს“ სხვა პურებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს.

ამ მეთოდით მომზადებული პური შეიცავს მეტ E და B ვიტამინებს, რკინას და თუთიას. გაღივებული მარცვლით დამზადებული პური, ბოჭკოვანი უჯრედისის შემცველობის გამო, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში, დაბალი კალორიულობის გამო კი, ის საუკეთესო პურია დიეტაზე მყოფი ადამიანებისათვის.

"ნატურამოს შეძენა მომხმარებლებს თბილისის მაღაზიებში 1 ლარად უკვე შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45