დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 15:14

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

რაც შეეხება 2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, თითქოს დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ "საკემატაში" იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერარდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად". - ნატქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49