ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 16:10

 ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა. დასკვნით სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

საარტილერიო წვრთნაში რამდენიმე ერთეული 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა BM-21 მონაწილეობდა. საველე გეგმიური სწავლება 5 ივნისს დაიწყო და მასში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და დამკვირვებელ-მაკონტროლებლები მონაწილეობდნენ.

გეგმიური საველე წვრთნა სამ ეტაპად განხორციელდა. დასკვნით ფაზაზე 72-საათიანი სწავლება დაიგეგმა, რომელსაც I საარტილერიო ბრიგადის შტაბის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. საარტილერიო საველე წვრთნის მიზანს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის დახვეწა წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55