ჩითახევში ექსტრემალურ ტრიატლონში მედია-ტურნირი გაიმართება

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 15:35

24 ივნისს ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია" გაიმართება ექსტრემალურ ტრიატლონში. აღნიშნული ტურნირი მანამდე არსებული „მედია ჯომარდის" გაფართოებული და გამრავალფეროვნებული ვარიანტია.  

ტურნირთან დაკავშირებით, 23 ივნისს ოლიმპიურ სასახლეში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და ჯომრდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შეხვდნენ.

"მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა სპორტულ აქტივობებში ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ რა თქმა უნდა, კარგი პარტნიორები ვართ და ყველანი ერთად, ერთ საერთო მიზანს ვემსახურებით და ესაა ქართული სპორტის პროპაგანდა, წინსვლა და წარმატება. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ არაერთ მედია-ტურნირს ვუწევთ ორგანიზებას. როგორც ცნობილია, 2 ივლისი სპორტული მედიის საერთაშორისო დღეა და აღნიშნული ტურნირი სწორედ ამ დღეს ეძღვნება. ასევე, ივლისის დასწაყისში დაგეგმილი გვაქვს ტრადიციული "ბაჩოს თასის" ჩატარება, რომელიც უკვე საერთაშორისო სახეს იღებს. ზოგადად, მოხარულნი ვართ, რომ მსგავსი მედია-ტურნირები ჟურნალისტების დიდ დაინტერსებას იწვევს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ჯომარდობას დაემატა ორი სახეობა - მშვილდოსნობა და კლდეზე ცოცვა. ღონისძების მიზნობრიობაა ექსტრემალური, სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებისა და სპორტის ინტეგრაცია, პოპულარიზაცია და მასობრიობის შექმნა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდა სახეობების დამატება და შეჯიბრის სტრუქტურის გაფართოვება. ამის საშუალებას კი იძლევა „ჯომარდიაში" არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით გაუმჯობესდა წელს უკვე ჩატარებული ჯომარდობის ევროპის ჩეპიონატისთვის.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ორგანიზატორები - ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია. ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ყველა წამყვანი ტელევიზიის გუნდი, რადიოები, სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები, სპორტული ჟურნალისტების გაერთიანებული გუნდი და ა.შ.  გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 6 ადამიანისგან, მათ შორის ქალები და ვაჟები. გუნდში დასაშვებია მაქსიმუმ 4 მამაკაცი ძალების თანაფარდობისთვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და თასი, ასევე ფასიანი პრიზები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42