ხელისუფლებამ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა - ჯუმბერ კირვალიძე

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 15:14

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე პარლამენტის მიერ  საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება. 

"ქართული საზოგადოების ზნეობრივი და პატრიოტულად მოაზროვნე დიდი ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, ხელისუფლება გარკვეულწილად იძულებული გახდა წინააღმდეგობა გაეწია დასავლეთის ოდიოზური წრეების მოთხოვნებისთვის და კონსტიტუციაში ჩაეწერა, რომ - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. აგრეთვე ის, რომ - საქართველოში მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება აკრძალულია. ეს არის, უდავოდ დიდი წარმატება, თუმცა არ მეგონა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ამდენი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა ამის მისაღწევად. ამავდროულად, ხელისუფლებამ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას და მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა მომდევნო არჩევნები. დიახ, ხელისუფლებამ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ჩაწერა, რომ მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემის საშუალებით 7 წლით, გარანტირებულად გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. ეს გახლავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და საბედისწერო მოვლენები. მაგალითად, მწვავე პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რისი მიზეზიც გახდება ჩატარებული არჩევნების ბოიკოტირება, ან კიდევ საარჩევნო შედეგების ლეგიტიმურად არ ცნობა, რასაც მოჰყვება მასობრივი დაუმორჩილებლობის საპროტესტო დემონსტრაციები, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით, რაშიც არავინ არ არის დაინტერესებული, არც ხელისუფლება, არც კონსტრუქციული ოპოზიცია და მითუმეტეს, არც საზოგადოება", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42