ნუ იძალადებით პოლიტიკურ პროცესებზე თქვენი პულტებით - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017 - 18:10

კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერაა ხელმოწერილი, ერთიანი თანხმობის სულისკვეთებას არ გამოხატავს, - ასე გამოეხმაურა  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას და დეპუტატებს მიმართა.

"ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, რაც უნდა იყოს კონსტიტუცია, მე ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით 6 თვის წინ - ის, რომ ასეთი სულისკვეთებით არ იქმნება გუნდი, რომელმაც უნდა დაწეროს თანხმობის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ეს თავიდან ბოლომდე გამართლდა - ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია,  რაც აპრიორი ნიშნავს  იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი.

მინდა შევახსენო ქართულ საზოგადოებას,1995 წელს, როდესაც  პირველად დაიწერა  კონსტიტუცია, მაშინ თითქოს ბევრად უფრო ადრე იყო ჩვენთვის დემოკრატია, მაგრამ მაშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. 95 წლის შემდეგ ყველა ცვლილება, რომელიც შედიოდა კონსტიტუციაში, სამწუხაროდ, ყოველთვის იყო ერთი პარტიის დაწერილი. იგივე გრძელდება ახლაც. 

მინდა მოვუწოდო პატივცემულ დეპუტატებს, იმ ხალხს, რომლებმაც  უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი - თქვენ დღეს ხელი გაქვთ პულტები, ეს პულტები ქართულმა საზოგადოებამ მოგცათ და შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ეს პულტები, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე  კონსტიტუციის   მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც თქვენ უნდა გადადგათ. ნუ იძალადებით პოლიტიკურ პროცესებზე თქვენი პულტებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46