აუქციონზე 49.5 მილიონ დოლარად აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის სახლი იყიდება

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017 - 15:53

ამერიკაში აუქციონზე 49.5 მილიონ დოლარად აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მეუღლის სახლი გაიტანეს.  სასახლე,  თითქმის ასი წლის წინ - 1919 წელს აშენდა და მდინარე პოტომაკის ნაპირზეა განთავსებული.

ჟაკლინ კენედი სახლში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი დედა 1942 წელს ცოლად კომპანია "Standard Oil"-ის აქციების მემკვიდრეს ჰიუ დ.ოჩინკოლოსს გაჰყვა.

ჟაკლინ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალბატონი 1961-1963 წლებში იყო 

სახლის პირველი სართული გათვლილია დიდი შეკრებებისა და ოჯახის დღესასწაულების აღსანიშნავად,  მეორე სართულზე - აპარტამენტები, კაბინეტი და სპორტული დარბაზია. სახლს ცხრა საძინებელი და 11 სველი წერტილი აქვს. სახლი საერთო ფართი 7000-ზე მეტი კვადრატული მეტრია.

აუქციონის ვებგვერდზე წერია, რომ სახლი ლეგენდარული მნიშვნელობისაა, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ და საქმიან გავლენიან ლიდერებს უკავშირდება და  ყველაზე ლამაზი კერძო ქონებაა რაიონში.

 სახლის ამჟამინდელი მეპატრონე  მედია კორპორაცია AOL- ს დამფუძნებელი და ამერიკაში ერთ-ერთ პირველი ელექტრონული მომსახურების მიმწოდებელი სტივ კეისია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45