25 ივნისს ტანძიაში საერთო-სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2017“ აღინიშნება

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017 - 16:32

25 ივნისს, 11 საათიდან სოფელ ტანძიაში საერთო-სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2017“ აღინიშნება. დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება.

მუზეუმის დარბაზში ჩატარდება 2015-2016 წელს კურსამთავრებული ოქროსა და ვერცხლის 17 მედალოსანის  დაჯილდოების ცერემონიალ, მოგვიანებით, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პროგრამის ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია შეეძლებათ. მოეწყობა გამოფენა- გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გაიმართება კონცერტი ,,საბაობა-2017“, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შავფაროსნების სოლო პერფორმანსი ცოცხალი მუსიკის თანხლებით - წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების იარაღისა და სამოსის ჩვენება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39