​საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017 - 12:41

​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს-უნგრეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55