კრიშტიანუ რონალდუ მზადაა, ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს 14,8 მილიონი ევრო გადაუხადოს

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 21:52

ესპანეთის საფეხბურთო კლუბ "რეალის" თავდამსხმელმა  კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, ესპანეთის  საგადასახადო ორგანოებს 14,8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დავალიანება  ფეხბურთელმა 60 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული  იქნება ესპანეთის კანონდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები.

სპორტსმენმა  სასამართლოს ჩვენება 31 ივლისს უნდა მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  სპორტსმენს გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან, რომელიც  სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 14.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46