პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩია

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 16:44

პარლამენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, 108 ხმით - ნაზიბროლა ჯანეზაშვილის, 100 ხმით - ირმა გელაშვილის, 93 ხმით- ლევან გზირიშვილის და 84 ხმით ზაზა ხარებავას კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კოლეგებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები გააცნო. მისი, თქმით, კომიტეტის სხდომაზე გაიმართა ყველა კანდიდატის თანაბარ პირობებში მოსმენა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი 34 კანდიდატიდან კანონის მოთხოვნებს 33 კანდიდატი აკმაყოფილებდა, ამიტომ პარლამენტმა საკუთარი არჩევანი სწორედ ამ 33 კანდიდატურიდან გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42