ირმა ინაშვილი გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 16:35

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება და საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა.

„პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან უშუალოდ დგას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუსის მოდელს, რასაც საპარლამენტო სივრცეში და საჯარო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ, ხოლო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა. ირმა ინაშვილმა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ბოიკოტის რეჟიმზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც დააანონსა.

„ორი მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას - ეს არის ევროსტრუქტურებთან კონსულტაციები და საპროტესტო აქციებისთვის მზადება. დღეს უკვე შევხვდი აშშ-ის ელჩს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონსენსუსის არარსებობაზე და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ჯერ-ჯერობით პარლამენტის დონეზე, საუბარი გავმართე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45