ჯარში ტრენინგი „ფინანსური განათლება“ დაიწყო

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 14:23

 საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს.

ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან. ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.

კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს თავდაცვის სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნულ პროექტში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და როლზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი დაესწრო, რომელმაც ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა.

გამომსვლელებმა პროექტის განხორციელების პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს. ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე იმყოფებოდნენ. ტ

რენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული, მოაზროვნე ჯარისკაცი. უწყების ხელმძღვანელობა სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზე რეგულარულად ზრუნავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41