პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს - ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომა დანიშნა

სამშაბათი, 20 ივნისი, 2017 - 20:19

 პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების რიგგარეშე სხდომებზე განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მოქმედი კონსტიტუციის და მომზადებული ცვლილებების არსებით განსხვავებაზე ისაუბრა.

„ხვალ გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რადგან პარლამენტს აქვს ამის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს, ხვალ შეიკრიბება პარლამენტი და განიხილება ახალი დოკუმენტი - კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მართველობის სისტემას აყალიბებს და სამართლებრივ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია. დღევანდელ კონსტიტუციასა და ახალ ცვლილებებს შორის განსხვავება ძალიან მარტივია. დღევანდელი კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესანიშნავ საშუალებას იძლევა და ეს იყო თავის დროზე ამ კონსტიტუციის შექმნის მიზანი. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს - იგი მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა და ოპოზიციის თვითმიზანზე ისაუბრა.

„რაც შეეხება კონსენსუსის არარსებობას, ეს არის იმის დამსახურება, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ავლენს სიმწიფის სათანადო ხარისხს. ამ პროცესების განმავლობაში ეს არაერთხელ დადასტურდა და ეს არის სამწუხარო რეალობა. რეალურად გამოჩნდა, რომ თვითმიზანი იყო პროცესთან დაპირისპირება და ჩვენ ამ ყველაფრის მომსწრენი ვართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46