„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის შენობის სადღეღამისო პიკეტირებისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 - 12:06

„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის შენობის სადღეღამისო პიკეტირებისკენ მოუწოდებს

"ცნობილი გახდა ე.წ. პარლამენტის მიერ მომზადებული ე.წ. კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რომლის მიხედვითაც შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა. 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციის შემდეგ ეს იქნება პირველი ერთპარტიული კონსტიტუცია საქართველოში, რომელსაც ქართველი ხალხის არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. იმავდროულად ეს კონსტიტუცია იქნება არალეგიტიმური, რადგანაც მისი დღევანდელი რედაქცია არსებითად განსხვავდება იმ რედაქციისგან რომელიც გამოტანილი იყო საყოველთაო განხილვისთვის და რომელიც გაეგზავნა ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას.

თუ რას ნიშნავს, ერთი ადამიანის ხუშტურებზე კონსტიტუციის მორგება და ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების მოქცევა, წესით, კარგად უნდა ახსოვდეს ქართულ საზოგადოებას 2004 წლიდან, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს ხალხს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მართლაც მაშინ ერთი ადამიანის მმართველობა საბოლოოდ დასრულდა ციხეში ადამიანების წამებით და სხვა უხეში უფლებადარღვევებით.

2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო დადგა იგივე საფრთხის წინაშე: მთელი ძალაუფლება მოექცა ერთი ადამიანის ხელში, რომელმაც პოლიტიკურ გუნდში შემოიკრიბა ჩვენი საზოგადოების ყველაზე გახრწნილი, კორუმპირებული და ამორალური ნაწილი - ე.წ. მაჟორიტარები, იგივე მაფიოზები.

ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით დაინიშნოს რეფერენდუმი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და დაე ქართველმა ხალხმა და არა ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთადერთი მშვიდობიანი, არაძალადობრივი და კონსტიტუციური გზა, რათა შევაჩეროთ ავტორიტარული რეჟიმი: ისევე როგორც 2009 წელს დავიწყოთ პარლამენტის და მთავრობის შენობების პიკეტირება თბილისში და ქუთაისში, რათა ე.წ. პარლამენტს არ მიეცეს კონსტიტუციის III მოსმენით მიღების საშუალება.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს, პრინციპით - ყველა მინუს ერთი", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42