ასეთი მძიმეწონოსანი მოთამაშის მოულოდნელი გამოთიშვა გამოიწვევს სტაბილურობის დარღვევას - მამუკა გამყრელიძე ივანიშვილზე

, 18 ივნისი, 2017 - 22:03

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი და დიპლომატი მამუკა გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ  ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ნიკა გვარამია გადაუზუსტებელ ინფორმაციას არ გაავრცელებდა და ვარაუდობს, რომ  პოლიტიკიდან მძიმეწონოსანი მოთამაშის მოულოდნელი გასვლა ქვეყნის სტაბილურობის დარღვევას გამოიწვევს. 

"გამოდის, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გამოეთიშა პოლიტიკას. შეიძლება სამუდამოდაც. ეს დამოკიდებულია მისი მდგომარეობის სიმძიმეზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ ექვსი თვე, მისთვის აკრძალული იქნება ნერვიულობა და გადაღლა. ვერაფერს კარგს ვხედავ ამაში. ასეთი მძიმეწონოსანი მოთამაშის მოულოდნელი გამოთიშვა გამოიწვევს სატაბილურობის დარღვევას და თამაშის წესების გადახედვას. გარდა ამისა, მისი ადგილი დიდხანს ვერ დარჩება ცარიელი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ერთი რომელიმე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მართვას ხელში აიღებს. შესაბამისად, გათავისუფლებულ სივრცეს კვლავ დაიკავებს ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომელიც მაქსიმალური ძალაუფლებისა და ფულის მობილიზებას მოახერხებს. ასეთად, ამ მოცემული მომენტისათვის, მხოლოდ კალაძეს მოვისაზრებ. სამწუხაროდ, ის ბიძინაზე უარესი ვარიანტი მგონია", - აცხადებს მამუკა გამყრელიძე და იმედს იტოვებს, რომ ოლბრაიტის ვიზიტი  შემთხვევითი არ იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42