ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

, 18 ივნისი, 2017 - 21:55

თუ (ვიმეორებ "თუ" !) ივანიშვილი პოლიტიკიდან ასე მოულოდნელად წავა, ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამთავრდება არაფორმალური მმართველობის მახინჯი რეალობა. ცხადია ეს ძალიან კარგია. მაგრამ იბადება კითხვა, ვინ აიღებს ხელისუფლებას ხელში. აი, აქ კი მგონია, ოპოზიციის ასეთი აღტყინება ივანიშვილის ავადმყოფობაზე ცოტა ნაადრევია. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს ხროვა რაიმეს დათმობს უბრძოლველად. ყველაფერზე წავლენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, რადგან იციან, რომ სასამართლო არ ასცდებათ. ზოგიერთებს მაინც. ეს ხროვა ქაოსზეც და ღია ღალატზეც კი წავა, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ. ცხადია, ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი იმის ჩიტი არაა ასეთი სიტუაციისათვის "მემკვიდრე" არ ჰყავდეს შერჩეული. ამიტომ მგონია, რომ ოპოზიციას მართებს უაღრესად ფილიგრანული და ამავე დროს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მოკლედ, სერიოზული და აქტიური მუშაობის დრო მოვიდა. თუ რამის "ერთი ადგილი" აქვს ოპოზიციას ახლა უნდა გვიჩვენოს, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი და დიპლომატი მამუკა გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5