ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

სამშაბათი, 20 ივნისი, 2017 - 14:53

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46