ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას - პრეზიდენტმა საგანგებო სესიის დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა

სამშაბათი, 20 ივნისი, 2017 - 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს საგანგებო სესიის დანიშვნაზე უარი უთხრა. პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაზეც უარი ითქვა, თუმცა ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხო.

„რეალურად, ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და, რომელიც განიხილა, ასევე ვენეციის კომისიამ. ამ ვითარებაში, რაც დარჩა სახელიდან ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს, მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით, ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის უფლებებს და ფუნქციებს, ეს ეხება  კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას, რის თაობაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია,  იყო საუბარი იმ სულისკვეთებაზე, რომ ეს მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. საბოლოოდ მივედით სწორედ ამ ვერსიამდე. არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა,  დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ წარმოდგენილი იქნას წარმოდგენილი კონსტიტუციის ცვლილების კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, რიგგარეშე სხდომები გამართოს.

პრეზიდენტის თქმით,  მის უარს აქვს  პოლიტიკური შინაარსი და პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემუავებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.

"შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი; შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42