"თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას მთლიანად "ქართულ ოცნებას" აკისრებენ

ორშაბათი, 19 ივნისი, 2017 - 17:01

,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას საქართველოს პრეზიდენტისადმი არაკეთილსინდისიერს უწოდებენ და უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და პროგრესულ განვითარებას,  პასუხისმგებლობას მთლიანად "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

"პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისადმი - პირდაპირ ეთერში მათ შორის გაიმართოს ფაქტიურად დებატები, კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით არის არაკეთილსინდისიერი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იგი არ არის მოტივირებული საქართველოს კონსტიტუციაზე ზრუნვით და არ ემსახურება უკეთესი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. ამ შეთავაზების ერთადერთ მიზანს ქვეყნის კონსტიტუციაში მხოლოდ "ქართული ოცნებისათვის" სასურველი ცვლილებების გატარება წარმოადგენს.

კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი უარს იტყოდა შეთავაზებაზე (რაც უფრო მეტად მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა), "ქართული ოცნება" გამოაცხადებდა, რომ თავად მზად იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა კიდევ უფრო საჯარო გაეხადა და უზრუნველეყო კონსესუსის მიღწევა საქართველოს პრეზიდენტთან, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტმა თავი აარიდა საჯარო ოპონირებას, რითაც დაზიანდა საკონსტიტუციო კანონშემოქმედებითი პროცესი (ამგვარი განცხადებები უკვე გააკეთეს "ქართული ოცნების " სახეებმა); ხოლო თუ პრეზიდენტი დათანხმდებოდა, ეს იქნებოდა უფრო ზედაპირული შოუ, ვიდრე სერიოზული განხილვა, რაც არანაირად არ წაადგებოდა არც საქმეს და არც ქვეყნის იმიჯს.

პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა სწორი და რეალისტური საპასუხო შეთავაზებით: საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ დამსხდარიყვნენ არა მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მათთან ერთად - პრემიერ მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა. ამ სუბიექტთა შორის დისკუსია ფართოდ გაშუქებულიყო მედიის მიერ. საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების'' მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება როგორც პრეზიდენტი, ისე "ქართული ოცნების " გარდა ქვეყანაში არსებული ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რაც აშკარად გამოიხატა კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდში.

შესაბამისად, საჭირო კონსესუსის მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გულისხმობს თანხმობას არა მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და ქვეყნის პრეზიდენტს, არამედ - ხელისუფლებასა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტს შორის.

ამგვარად, კონსესუსის მისაღწევად, მოცემულ საკითხზე დისკუსიაში არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, არამედ ზემოხსენებული სუბიექტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამისაკენ მოუწოდა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორედ ამას გულისხმობს ვენეციის კომისია თავის მოთხოვნაში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობის შესახებ.

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს და მთლიანად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას", რათა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ, როგორიც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობაა, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ კი არ დაიწყოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და სხვა რელევანტური სუბიექტების ჩართულობით დაუბრუნდეს მსჯელობას ქვეყნის კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალა მიიღებს კონსტიტუციას, რომელსაც არ ექნება არც საერთო–სახალხო და არც პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმაცია. ასეთი კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და პროგრესულ განვითარებას, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად "ქართულ ოცნებას" დაეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42