თავის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია დაგეგმილზე ადრე გაკეთდება და რუსი პროგრამისტის ნაცვლად, ჩინელს ჩაუტარდება

, 18 ივნისი, 2017 - 20:16

31 წლის ვალერი სპირიდონოვი პირველი პაციენტი აღარ იქნება, რომელსაც  თავის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.  უნიკალური ოპერაცია, რომელიც მსოფლიოში პირველად ჩატარდება, იტალიელი ნეიროქირურგის სერჯიო კანავეროს მიერ  წლის ბოლოს დაგეგმილ ოპერაციამდე გაკეთდება.

პირველი ოპერაცია  ჩინეთის ქალაქ ხარბინში, ჩინელს ჩაუტარდება, სადაც კანავერო  ჩინელი ექიმების გუნდს დაეხმარება, რომელთაც ცნობილი  ტრანსპლანტოლოგი რენ სიაოპინი უხელმძღვანელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპლანტაცია ჩინეთში ჩატარდება, ვალერი სპირიდონოვი არ იქნება პირველი პაციენტი. ის იქნება ჩინეთის მოქალაქე, გასაგები გარემოებების გამო. ჩვენ დონორებს  ადგილობრივებში ვეძებთ, ჩვენ არ შეგვიძლია, ვალერი, რომელიც თოვლივით თეთრია, სხვა რასის ადამიანის სხეული გადავუნერგოთ. ახალი კანდიდატის დასახელება  ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, ჩვენ შერჩევის პროცესში ვართ",  - განაცხადა ცოტა ხნის წინ  სერჯიო კანავერომ  OOOM-სთან ინტერვიუში. 

 ოპერაციის ღირებულება 15 მილიონი დოლარია, ოპერაცია კი, წლის ბოლოს, შობის დღეს, 25 დეკემბერს გაკეთდება.

მანამდე, იტალიელი ნეიროქირურგი  აპირებს სატესტო  ოპერაციები იმ პაციენტებზე ჩაატაროს, რომლებიც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებიან. მისივე თქმით, ცხოველებზე ჩატარებულმა  სამედიცინო ექსპერიმენტმა  მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42