იაპონიის სანაპიროსთან შვიდი ამერიკელი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

, 18 ივნისი, 2017 - 15:10

მაშველებმა აშშ-ის  საზღვაო ფლოტის რამდენიმე მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ. ამერიკის საზღვაო ფლოტის სარდლობის განცხადებით, ჩაძირულ კაბინაში  ეკიპაჟის რამდენიმე წევრები ნახეს, თუმცა მეზღვაურების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

ზღვაში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა, დაღუპული მეზღვაურების ვინაობა მაშინ გასაჯაროვდება, რაც ამოცნობა მოხდება და მათი ოჯახები ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებენ. 

CNN-ის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად, ამერიკული სამხედრო ხომალდ Fitzgerald-ის შვიდი მეზღვაურია დაღუპული.

იაპონიის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, ამერიკული სამხედრო ხომალდი Fitzgerald ფილიპინების სავაჭრო გემს შეეჯახა, რის შედეგად ხომალდი დაზიანდა და გემის ნაწილი წყლით აივსო. შეჯახება შაბათს, ადგილობრივი დროით,  2:30 საათზე, იაპონიის  სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ  იოკოსიკასგან 100 კილომეტრში  მოხდა.   

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46