პორტუგალიაში ხანძარმა ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა

, 18 ივნისი, 2017 - 14:44

პორტუგალიაში ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, სულ ცოტა, 43 ადამიანი იმსხვერპლა.  ზოგიერთი  მათგანი მანქანით გადაადგილებისას, ცეცხლის ალში მოხვედრის შედეგად დაიღუპა. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, 16 ადამიანი ავტომობილში ცოცხლად დაიწვა. არიან დაშავებულები, რომელთა შორის მეხანძრეებიც არიან, ისინი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პორტუგალიის  პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა მომხდარს "უდიდეს ტრაგედიას" უწოდებს და არ გამორიცხავს,  დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, -  იუწყება AFP.

 სტიქიის ზონაში 160 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძრის ჩასაქრობად საკმარისი არ არის.  ცეცხლი დიდი სიჩქარით  ოთხი მიმართულებით ერთდროულად  ვრცელდება.  

პორტუგალიის  რამდენიმე რეგიონში ბოლო დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43