მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა მის კორუფციაში მხილების მიზნით, ამერიკელი, ინგლისელი და ებრაელი პროკურორები დაიქირავა

შაბათი, 17 ივნისი, 2017 - 14:57

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინაში მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მას შვიდი პიჯაკის გამო დევნიან.

"მათთვის, ვინც საქართველოში ჩემს სამართლებრივ დევნას იყენებს, სასარგებლო იქნება იცოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ორი საპრეზიდენტო ვადა დავამთავრე და მივიღე წინადადება, შეერთებულ შტატებში მესწავლებინა, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი მეთაურობს, 10 გადამდგარი პროკურორი დაიქირავა ამერიკიდან, ინგლისიდან და ისრაელიდან, რათა ეპოვათ მსოფლიოში ჩემი კორუფციის კვალი.  

ერთწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ კონკრეტული კორუფციული დარღვევები ბუნებაში არ არსებობს. მაშინ საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ოფიციალური ხარჯი “არამართლზომიერ ხარჯებად” გამოეცხადებინა. მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებაა, მაგალითად, 28 ევრო, რომელიც  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტ იუშჩენკოს აბანოს მომსახურებისთვის დაიხარჯა.  

გუშინ, ორწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში  7 პიჯაკთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა  ჩატარდა. პიჯაკები  ნაყიდი იყო ოფიციალური ღონისძიებებისთვის და  ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახება, “ - აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42