მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება

, 18 ივნისი, 2017 - 12:37

 მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაში პირველი ივლისიდან შევა. თითოეულ  მძღოლს მიენიჭება 100 ქულა, რაც დარღვევებისა და  ჯარიმების  მიხედვით  ჩამოაკლდებათ.

სიმთვრალეში მართვა 30 ქულის ჩამოჭრას ითვალისწინებს,  ერთი წლის მანძილზე განმეორებით სიმთვრალეზე კი  – 40 ქულას.

იმ შემთხვევაში, თუ მფლოველი ავტომობილს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირს გადასცემს, 40 ქულა ჩამოეჭრება.

წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობა – 5 ქულა

ავტომანქანის მართვისას მობილურზე საუბარი – 15 ქულა

მოპედით/მოტოციკლით მგზავრობისას ჩაფხუტის გაუკეთებლობა – 5 ქულა

გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის/გაუმართავი საჭის/გაუმართავი მაშუქების მქონე ავტომობილის ტარება – 5 ქულა

ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს – 10 ქულა

თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ტარება – 10 ქულა

არასწორი ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ავტომობილის ტარება – 15 ქულა

დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება – 5 ქულა, განმეორებით, ერთი წლის მანძილზე დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება  – 10 ქულა, ხოლო  დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება მესამედ, ერთი წლის მანძილზე – 15 ქულა

წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 20 ქულა

ავტომობილზე ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა იგივე განმეორებული წლის მანძილზე – 20 ქულა

ესკორტის ავტომობილის შეფერხება – 10 ქულა საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფერხება – 20 ქულა იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 40 ქულა

ავტომობილის გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება – 25 ქულა იგივე ქმედება განმეორებული წლის მანძილზე – 30 ქულა

წინასწარი შეცნობით, სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობა ან სანომრე ნიშნის შეცვლა/გადაკეთება – 10 ქულა

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 30 ქულა

საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება – 15 ქულა

ავტომობილის გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას – 20 ქულა

აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება – 35 ქულა

ავტომობილის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას – 25 ქულა

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 30 ქულა

აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა

ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 5 ქულა იგივე ქმედება ჩადენილი ერთი წლის მანძილზე – 10 ქულა

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 30 ქულა

მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა

ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა იგივე ქმედება განმეორებული ერთი წლის მანძილზე – 20 ქულა ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა

აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა – 20 ქულა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა

საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას – 15 ქულა

ისინი ვისაც მომდევნო წლის დადგომამდე მართვის მოწმობის ქულები გაუნულდებათ, მართვის მოწმობას დაკარგავენ.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე; 2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39