სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს

შაბათი, 17 ივნისი, 2017 - 15:38

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომაზე, კომისიამ სამი კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით,  კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია.

კომისიის წევრებმა სხდომაზე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა განიხილეს: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი. 

კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს.

სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42