აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს

შაბათი, 17 ივნისი, 2017 - 13:25

კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა. შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი, ერთი მხრივ, აჭარის დედაქალაქს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს, განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, მეორე მხრივ კი, ეს შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა აღნიშნული მონაკვეთის გამოყენებით. დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება.

შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5