„შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნება 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 12:57

 დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაცია გამართა. ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები.

„შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

„შენების მოძრაობის“ ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას, ძლიერ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს დაეფუძნება.

„შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. ამასთანავე, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5