გვეყო ნგრევა, მტვრევა, შუღლი, ყოველი ახალი ხელისუფლების მიერ ძველის მიერ შექმნილის განადგურება - დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ,,შენების მოძრაობით” ბრუნდება

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 13:17

,,რესპუბლიკელების” ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ,,შენების მოძრაობით” დაბრუნდა. მოძრაობაში  ვახტანგ ხმალაძის, რეზო შავიშვილისა და კახა შარტავას გარდა, ახალი სახეები და ბიზნესმენებიც არიან. 

დღეს  „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაცია გაიმართა.

 „დღეს ვიწყებთ „შენების მოძრაობას“ მოძრაობას, რომელსაც იწყებს საზოგადოების ფართო წრე. სახელმწიფოს შენების, ეკონომიკის შენების, ჩვენი ქვეყნის შენების, ჩვენი სოფლების, ქალაქების შენების. შენების, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება აღმშენებლობა.

გვეყო ნგრევა, გვეყო მტვრევა, გვეყო შუღლი, გვეყო ყოველი ახალი ხელისუფლების მიერ ძველის მიერ შექმნილის განადგურება. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და სწორედ ამ იდეის გარშემო ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც გვაქვს სხვადასხვა პროფესია, სხვადასხვა პოლიტიკური წარსული, სხვადასხვა გზა რომელმაც დღეს აქამდე მოგვიყვანა, მაგრამ გვაქვს საერთო ხედვები იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან ბევრი პროფესიონალის ერთად დადგომა, იმისათვის, რომ ყველაფერი რასაც შევქმნით და ავაშენებთ იყოს კარგად დაგეგმილი, კარგად გააზრებული, იყოს მყარი და ქვეყნის ეროვნულ ფუნდამენტზე დაფუძნებული. დაეფუძნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ საფრთხეებისგან, რაც საერთაშორისო გართულებული ვითარებიდან გვემუქრება.

და სწორედ ამიტომ, ჩვენ, გამოცდილი პოლიტიკოსები ვდგებით დღეს ახალი თაობის სამსახურში დიახ, ჩვენ, ის ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვიღვაწეთ პოლიტიკაში, გვქონდა წარმატებები, წარუმატებლობები, მთელს ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებას! იმ ადამიანების რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში, ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ! ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ყველა ის ქართველი, ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაიღალა სახელმწიფოებრიობანას თამაშით; რომელიც დაიღალა იმითი, რასაც დღეს პოლიტიკა ქვია; იმით, რომ ადამიანებს მხოლოდ შუღლი, მტრობა, გათიშულობა ამოძრავებს.

ჩვენ ვიქნებით მშენებლები. დიახ, სახელმწიფოს მშენებლები. ჩვენი კრედო იქნება რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია ვცვლით, რაც გვაკლია ვქმნით. ჩვენ გვაქვს სამშობლო კარგი და ჩვენ მას მოვუვლით; ცუდი გვაქს მანკიერი სახელისუფლო და პოლიტიკური სისტემა, სისტემა რომელმაც უამრავ კვალიფიციურ ადამიანს არ მისცა საშუალება ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ ამას შევცვლით; და რაც გვაკლია, ესაა სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც იდგება თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და უსაფრთხოების საქმეში.

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე სახელმწიფოს კი შექმნიან მხოლოდ თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანები.

და რადგან ჩვენ, ერთ გუნდში შეკრებილებს, სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს, სწორედ ამიტომ ვუწვდით დღეიდან ხელს ერთმანეთს“, - განაცხადა მოძრაობა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41