25 მილიონ დოლარად შეფასებული მსიფლიოს №1 ტერორისტის დაღუპვა, შესაძლოა, ისევ ტყუილი აღმოჩნდეს

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 15:40

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი  აბუ  ბაკრ ალ ბაღდადი სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, ალ ბაღდადი, სავარაუდოდ,  ქალაქ რაქას სიახლოვეს,  საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.  შენობაში, რომელიც ავიაიერიშის სამიზნე გახდა, დაჯგუფების  ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, შეტევა  28 მაისს, შუაღამისას, Su-34 და Su-35-ით განხორციელდა. 

"განადგურებულია ტერორისტული დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაურები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სამხედრო საბჭოს წევრები იყვნენ. ასევე განადგურებულია  30 შუა რგოლის მეთაური და პირადი დაცვის  300 მებრძოლი", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

როგორც ანგარიშში წერია, იბრაგიმ აბუ  ბაკრ ალ ბაღდადის გარდა,   ლიკვიდირებულია რაქას ემირი  აბუ ალ-ჰაჯი ალ მისრი,  ემირი იბრაჰიმ ალ ნაეფ ალ-ჰაჯი და ტერორისტული  ორგანიზაციის  უსაფრთხოების ხელმძღვანელი სულეიმან ალ-შაუაჰი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე, ისლამური სახელმწიფოს ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია    სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

მსიფლიოს №1 ტერორისტის აბუ  ბაკრ ალ ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა არც ერთხელ არ დადასტურებულა.  

25 მილიონ დოლარად შეფასებული ტერორისტი, სპეცსამსახურების ინფორმაციით, როდესაც ერაყის არმიამ ქალაქი აიღო,  გაიქცა და  ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ მოსულის სიახლოვეს,  უდაბნოში  იმალება. 

 სირიის  Raqqa24-ის აქტივისტები არ ადასტურებენ, რომ  დაბომბვის დროს დაღუპულთა შორის ალ-ბაღდადიც იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43