თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიისგან უკიდურესად პოზიტიურ დასკვნას ელოდება

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 12:57

ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„ჩვენ უკვე ვიცით ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრებები, შესაბამისად, ის პოზიტივებიც და შენიშვნებიც, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით აქვს. როგორც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ყველა მნიშვნელოვან შენიშვნას და, ზოგადად, ყველა შენიშვნას, რაც გამოითქვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ავსახავთ. სესიაზე ვენეციის კომისიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებას, როგორ აისახება ეს შენიშვნები საბოლოო პროექტში. შესაბამისად, ველოდებით, რომ კომისიის საბოლოო შეფასება იქნება უკიდურესად პოზიტიური“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდი სრულად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისიამ აღნიშნული რეკომენდაციის სამი შესაძლო ვერსია შემოგვთავაზა. ერთ-ერთი ვერსია გულისხმობდა გაუნაწილებელი მანდატებისთვის ანუ ე.წ. ბონუსისთვის ზედა ზღვარის და, ზოგადად, ზღვარის დაწესებას. ჩვენ იმაზე შორს მივდივართ, ვიდრე რეკომენდაცია ითვალისწინებდა: ვაწესებთ როგორც ზედა ზღვარს, ასევე შედარებით ზღვარს და ქვედა ზღვარს. შესაბამისად, მინიმუმამდე ვამცირებთ ბონუსის მოცულობას, ანუ იმ ადგილების რაოდენობას, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვენეციაში იმყოფებიან, სადაც ვენეციის კომისიის 111-ე სესიას დაესწრებიან. 16 ივნისს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58