საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას განხილვების პროცესში. როგორც პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, 16-18 ივნისს დაგეგმილ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43