სუს-ის და შსს-ს დანაყოფებმა პირველი ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 11:19

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების სტრუქტურულმა დანაყოფებმა ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი წვრთნა გამართეს.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

წვრთნის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გააუმჯობესება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ასევე სუს-ის და შსს-ს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება. წვრთნაში მონაწილეობდნენ: სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვისა და კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებისთვის სპეცტექნიკის, იარაღისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43