ევროპარლამენტარები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავენ

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 20:12

ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღეს, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავენ.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქმე გამოძიონ და გააქარწყლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ გამოთქმული ეჭვები, ხოლო აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის პატიმრობიდან უპირობო გაათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლიციაში აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში მოხვედრა გატაცებადაა შეფასებული. 5-გვერდიანი რეზოლუცია სათაურით „აფგან მუხთარლის საქმე და მედიის კუთხით არსებული ვითარება აზერბაიჯანში" ევროპარლამენტმა სტრასბურგში ხმათა უმრავლესობით მიიღო და თბილისსა და ბაქოს მომხდარზე თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა.

რეზოლუციის დამტკიცებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეც ესწრებოდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 29 მაისს გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჟურნალისტი ბაქოში სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა და მას აზერბაიჯანის მხარემ ბრალი უკანონოდ საზღვრის გადაკვეთასა და ფულის კონტრაბანდაში წაუყენა, რისთვისაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გატაცებასა და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41