ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ახალი ქართული ლუდის „აისი“ წარმოება დაიწყო

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 15:51

კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ (GBG) საქართველოში სრულიად ახალი ქართული ლუდის „აისი“-ს წარმოებას იწყებს. ახალი ქართული ლუდი „აისი“ ინოვაციური ტექნოლოგიით - ყინულის ფილტრაციით მზადდება, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

„აისი“ არის თანამედროვე, მაღალხარისხიანი ლაგერის ტიპის ლუდი, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით იხარშება. ორიგინალური რეცეპტი და ხარშვის ტექნოლოგია ლუდს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს. „აისი“ დასალევად მსუბუქი და რბილია.

სრულიად ახალი ქართული ლუდი „აისი“-ს მწარმოებელი კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ მსოფლიოში წამყვანი ლუდის ბრენდის, „ჰაინეკენი®“-ს (Heineken®) ლიცენზირებული პარტნიორია რეგიონში. შესაბამისად, კომპანია სრულად იზიარებს „Heineken®“-ის სტანდარტებს და სოციალურ პასუხისმგებლობას.

კომპანია, „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ლუდის წარმოებისას იყენებს „Heineken®“-ის ხარისხის მართვის სტანდარტებს და ნიმუშების სავალდებულო ტესტირებებს. სწორედ, „Heineken®“-ის საერთაშორისო ხარისხის პროცედურების მიხედვით ტარდება კომპლექსური ხარისხის კონტროლი, წარმოების თითოეულ ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს.

„ჩვენი ჯგუფი 10 წელზე მეტია ლუდი „Heineken®“-ის ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში. გასული წლების განმავლობაში, დავაგროვეთ დიდი გამოცდილება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისას, 2015 წელს კი „Heineken®“- ის ლიცენზირებული პარტნიორი გავხდით მთელს რეგიონში. „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიზანია, ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა, შესაბამისად მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა. მნიშვნელოვანია, როდესაც გყავს ისეთი საერთაშორისო პარტნიორი როგორიც „Heineken®“-ია, რადგან სწორედ მათი გამოცდილება, სტანდარტები და ტექნოლოგიები გახდა საფუძველი, გვეწარმოებინა ქართული ლუდი- „აისი“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55