გიორგი თევზაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 15:56

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ახალი საკანონმდებლო წინადადებით გამოდის.

„მთელ რიგ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა არასახარბიელო ვითარებას გვიჩვენებს, რადგან მთელ რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას, ის რომ განმცხადებლის წარმდგენი პირისათვის უცნობი რჩება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაცუილი ორგანოს მიერ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განიხილება უარად განცხადების დაკმაყოფილებაზე და განმცხადებლის უფლების დაცვის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.

ასეთ შემთხვევაში დაინტერსებული პირი მოქმედებს ისე, რომ არც კი იცის რა საფუძვლით და დასაბუთებით ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციორებენ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე და სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც ხელფასს იღებენ გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხებით, ვალდებულნი არიან მოქალაქეთა განცხადებებზე დააფიქსირონ დასაბუთებული პოზიცია. ამ ვითარების შეცვლის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განხილული უნდა იქნას, განცხადების დაკმაყოფილებად.

ამ ინიციატივის ერთ–ერთი მიზეზს ასევე წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას ცოდნის არასახარბიელო მდგომარეობა. საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ განცხადებაზე ერთი თვის ვადაში პასუხის გაუცემლობა უკვე განიხილება უარად და განმცხადებელი ვალდებულია მომდევნო ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ეს უარი. ამ ვადის გასვლის შემდგომ უფლების დაცვა შეუძლებელი გახდება. საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ ვალდებულებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. ეს ინიციატივა წაახალისებს სახელმწიფო უწყებების ჯეროვან და კვალიფიციურ მუშაობას, ასევე განტვირთავს სასამართლო ორგანოებს პრობლემური ადმინისტრაციული დავებისგან “ – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის და უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5