ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვაზე პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა, მამის შესახებ კი ორჯერ ისაუბრა

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017 - 16:58

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მორიგი  პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა,  მამის შესახებ კი პირდაპირ ეთერში ორჯერ ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინმა ვრცლად ისაუბრა  ეკონომიკაზე,   მოსკოვში რეაბილიტაციის პროგრამასა და განსახლების საკითხებზე, ასევე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე,  ეკოლოგიაზე, კულტურასა და რელიგიაზე, აშშ-სთან ურთიერთობებზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის  კონფლიქტზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის შესახებ დაწერილ წიგნებსა და ანეკდოტებს, პუტინის თქმით, ანეკდოტებს არ იმახსოვრებს, ხოლო  მის შესახებ დაწერილ წიგნებს კი არ კითხულობს.

ვლადიმერ პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი თევზი,  20-ფუნტიანი ქარიყლაპია აქვს დაჭერილი.

პუტინის თქმით, ის  საუბრობს  გერმანულად და იცის ცოტა ინგლისური. 

პირდაპირი ეთერი, რომელიც   3 საათსა 56 წუთს გრძელდებოდა, რუსეთის ლიდერმა 73 შეკითხვას უპასუხა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45